ჩვენ შესახებ
ჩვენი საზოგადოება წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს, რომელის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს:
- საქართველოში კოლოპროქტოლოგიის, როგორც მედიცინის, მეცნიერების და ტექნოლოგიური დარგის, განვითარების ხელშეწყობა. პროქტოლოგიის კათედრის და მისი აკადემიური საქმიანობის აღდგენა.
- საქართველოში კოლორექტული დაავადებების დიაგნოსტიკის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება, კოლპროქტოლოგიის ფარგლებში სწავლების პროგრამების შემუშავება.
- კოლოპროქრტოლოგიის დარგში მოღვაწე მედიკოსების პროფესიული ინტერესების დაცვა.
- დასახული მიზნების მისაღწევად საზოგადოება განახორციელებს სხვადასხვა აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას, ორგანიზებას გაუწევს პროექტებს და პროგრამებს, ექნება დარგობრივი ექსპერტიზის და აკრედიტაციის კომპტენეცია, ჩაატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს, ითანამშრომლობს მსგავსი მიზნების მქონე სხვა ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან.
- კოლოპროქრტოლოგიაში და მომიჯნავე დარგებში ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება.
- კოლოპროქრტოლოგიაში და მომიჯნავე დარგებში (ზოგადი ქირურგია, გასტროენტეროლოგია, ენდოსკოპია) მოღვაწე მედიკოსების, მეცნიერების და საშუალო სამედიცინო პერსონალის სწავლება, ტრენინგი, კვალიფიკაციის ამაღლება.
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფორუმების ჩატარება.
- საერთაშორისო დარგობრივ ასოციაცებთან თანამშრომლობა და მათში გაერთიანება.
- პრიორიტეტული სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების დასახვა; კვლევითი პროექტების დაგეგმვა, ჩატარება და ხელშეწყობა. საერთაშორისო კვლევების მოზიდვა და მათში მონაწილეობა.
- სპეციალიზებული გამოფენების ორგანიზება.
- საგანმანათლებლო და აკადემიური პუბლიკაციების, წიგნების, ჟურნალების, ბროშურების გამოცემა.
- თანამშრომლობა სხვადასხვა სამინისტროებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებთან.
ასოციაციის წევრები